მარადიულია მათი ხსოვნა


2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წლისთავზე ომში დაღუპული დავით ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და საფლავი გვირგვინებით შეამკეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ასევე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ აღნიშნა, რომ “დღევანდელი დღე საქართვლელოს უახლეს ისტორიაში ძალიან მძიმე დღეა”.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თენგიზ გუნავას განცხადებით, “საქართველო ბრძოლას აგრძელებს”.
„ თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდტმა ირაკლი ჩიქოვანმა  8 აგვისტოს “ერთ-ერთი უმძიმესი დღე უწოდა”.
”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა აცხადებს, რომ “ეს არის ტრაგიკული თარიღი”.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!