ედიშერ თოლორაია საკრებულოს წევრებმა ტაშით გააცილეს


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ედიშერ თოლორაია, ოფიციალურად თანამდებობიდან გადადგა.

გადადგომის წინ, ედიშერ თოლორაიამ საკრებულოს დეპუტატებს მიმართა სიტყვით. ეს იყო ერთგვარი ანგარიში, სადაც მან მიმოიხილა მის მიერ, მისი გამგებლობის პერიოდში, ზუგდიდის მუნიციპლაიტეტის განვითარებისათვის განხორციელებული პროექტები. მაჟორიტარობის კანდიდატს მიმართეს საკრებულოს წევრებმაც. მათ თავიანთ გამოსვლებში დადებითად შეაფასეს თოლორაიას გამგებლობის პერიოდი და მადლობა გადაუხადეს გაწეული თანამშრომლობისათვის. გამონაკლისი იყო განმუხურის წარმომადგენელი ემზარ ახალაია, რომელმაც შენიშნა, რომ მის სოფელში არაერთი პრობლემა დარჩა მოუგვარებელი, რაზეც ყოფილმა გამგებელმა უპასუხა, რომ მისთვის ცნობილია ყველა ეს პრობლემა და გათვალისწინებულია უახლოეს ხანებში მათი დადებითად გადაწყვეტა.

სხდომის დასასრულს საკებულოს წევრებმა ტაშით გააცილეს ედიშერ თოლორაია და წარმატებები უსურვეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=9N9iZANRDmk[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!