შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა


  • ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქმიანობებზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება.

პირველი ეტაპი

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება;

ტაქსების ოპერირება;

ონლაინ ვაჭრობა სრულად;

მიტანის სერვისი ნებისმიერ პროდუქტზე;

ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი კი 27 აპრილიდან ორ კვირაში იქნება, რომელიც სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს.

მეორე ეტაპი 

მშენებლობა;

სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

სამშენებლო მასალების წარმოება;

ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები;

კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;

სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპი 

საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან.

ყველა ტიპის ღია ბაზრობა.

საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი 

სავაჭრო მოლები;

ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით);

ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;

სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები;

მეხუთე ეტაპი 

დახურული ტიპის ბაზრები;

ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით.)

მეექვსე ეტაპი 

გასართობი, სპორტულ გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;

აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;

სასტუმროები;

საგანმანათლებლო საქმიანობა;

ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!