ღვინო ტვინს ავარჯიშებს


რა ჯობს კარგი ხარისხის ღვინის დაგემოვნებას. ხოლო, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პროცესი გონების მუშაობისთვის ძალიან სასარგებლოა, მაშინ ღვინის დეგუსტაცია კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.
მეცნიერებმა ღვინის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ ღვინის მირთმევა გონებას იმაზე მეტად ასტიმულირებს, ვიდრე კარგი მუსიკის მოსმენა ან რთული მათემატიკური მაგალითის ამოხსნა. ხოლო, თუკი ღვინოს სასიამოვნო მუსიკის თანხლებით მიირთმევთ, მაშინ ჩათვალეთ რომ ნამდვილ თერაპიას იტარებთ.
სპეციალისტებს სჯერათ, რომ ღვინის დეგუსტაციაში ტვინის იმაზე დიდი ნაწილი ერთვება, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივობის დროს. ამ დროს ყველა უჯრედი არომატის დადგენითაა დაკავებული, რაც საკმაოდ რთული ბიოლოგიური პროცესია და მთელ ჩართულობას მოითხოვს.ტვინის სტიმულირება და ვარჯიში კი ბუნებრივია, ძალიან სასარგებლოა.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!