“ღვინის დღეები” ზუგდიდში


  • 7-15 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“.

15 ოქტომბერს “ღვინის დღეებს” ზუგდიდი მასპინძლობს. ღონისძიება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.

იხილეთ “ღვინის დღეების” პროგრამა:

• 17:00-21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

• 17:00-21:00 კვების სივრცე: პურის ცხობა, მწვადის შეწვა, ჭაჭის გამოხდა, ჩურჩხელის ამოვლება, ფელამუშის მომზადება.

• 17:00-20:00 კულინარიული აქტივობები შეფ-მზარეულთან ერთად.

• 17:00-20:00 სომელიეს სესიები და ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია.

• 17:00-21:00 საგამოფენო სივრცე – მუსიკალური ქვევრით გაცოცხლებული საქართველო, ღვინის ისტორიის სტენდები.

• 17:00-20:00 საბავშვო აქტივობები: კერამიკაზე ხატვა, ვაზის დარგვა ქოთნებში, შტამპებისდამზადება ღვინის ბოთლის საცობებით, ღვინის ეტიკეტების შექმნა.

• 17:00-20:00 დღის მუსიკალური გაფორმება: მიშოჯავახიშვილი და ირიაო, Dj Roy Fitz.

• 20:00 გალა კონცერტი.

გალა კონცერტის პროგრამა:

დავით ევგენიძე და ბენდი, სპეციალური მოწვევით იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!