პოლიციამ სამეგრელო-ზემო სვანეთში და სხვა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო


  • თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, ხოლო ორი კი მხილებულია.

პოლიციელების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღკვეთილია, ქვეყანაში საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტი. პოლიციამ ბრალდებულები „ბათუმის პორტისა“ და საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე დააკავა. მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერებისას კი ამოღებულია ორი ხელყუმბარა, ორი კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 150-მდე ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!