ფრაქცია “ნაციონალები” ანგარიშს აბარებს საზოგადოებას


ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას საკრებულოში ფრაქციის საქმიანობის ექვსთვიანი ანგარიში წარუდგინა, სადაც დეპუტატებმა ისაუბრეს მათ მიერ საჯარო და ინდივიდუალურ შეხვედრებზე, ფრაქციის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე, ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე.

საკრებულოს წევრის ანა წითლიძის თქმით, ექვსი თვის განმავლობაში ფრაქციას 100 მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული, აქედან 65 ინდივიდუალურია, 15 საჯარო და ერთი ღია კარის დღე. “სულ, 35 საკრებულოს სხდომიდან 155 საკითხს დავუჭირეთ მხარი, 60-ს არ დავუჭირეთ, არის საკითხები, სადაც ჩვენ შეგვიძლია “რაღაცეებზე” ვითანამშრომლოთ. წითლიძის  თქმით, ფრაქცია აქტიურად არის ჩართული ტენდერების მონიტორინგში.

„ენმ მოძრაობა არის ის ფრაქცია, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ცდილობს ინოვაციური მექანიზმების დანერგვას. ფრაქციაში მოქმედებს ცხელი ხაზი, ღია კარის დღეები, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული ფრაქციის და ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში.“

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ფრაქცია იწყებს ალტერნატიულ ბიუჯეტზე მუშაობას.

აღნიშნული ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საგენტოს (USAID) დაფინანსებით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით განხორციელდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!