ფეისპოსტი ერთ ზუგდიდელზე-ირაკლი ჟვანია


  • “неизвестный мужчина старше 50 лет”

ვახში ჟვანია: “ამ დღეს, 22 დეკემბერს, 1991 წელს, ვაჟა ადამიას (ვაი…) კაცებმა მოკლეს ირაკლი ჟვანია! – კაკა ჟვანიას მესამე ვაჟიშვილი, ფილოლოგი, ფაშისტებთან ნაომარი, ტყვეობაგამოვლილი და მერე 10 წელი გულაგის ჯურღმულებში ტანჯვა-ვაება გამოვლილი!
ირაკლი იყო ანტიკომუნისტი. ზუგდიდის ყველა არაფორმალის აღიარებული ლიდერი.
მოკლეს ის 22 დეკემბერს, საღამოს, როცა ზუგდიდიდან, სხვა მხარდამჭერებთან ერთად, ავტობუსით თბილისში ჩამოსული შედიოდა ჩიტაძის ქუჩიდან პარლამენტის ეზოში.
ტყვია ესროლეს რუსთაველის ქუჩიდან, პიონერთა სასახლის კუთხიდან.
ირაკლი ჩიტაძის ქუჩის ქვაფენილზე დაეცა. ტყვიების ზუზუნში ზუგდიდელმა თანმხლებლებმა ძლივს მოახერხეს მისი შეთრევა ეზოში. . .
1941 წელს ირაკლი ვლასოვის არმიასთან ერთად ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში ტიფმა იფეთქა და ყოველ დღე ათეულობით ტყვე კვდებოდა. მიცვალებულებს ფაშისტები ერთ დიდ სარდაფში აწყობდნენ მერე დასამარხად. ამ სარდაფში ქვის კიბე იყო და როცა მიცვალებულს ფეხებით მიათრევდნენ მისი თავი კიბის საფეხურებზე რახუნით ჩაგრუხუნდებოდა! ეს ბრახუნი ისმოდა ბანაკის ყველა წერტილიდან!
როცა ირაკლი ტიფით დაავადდა ამხანაგებს თხოვა იმ სარდაფში ფეხებით არ ჩაეთრიათ. . . .
სამწუხაროდ, ზუგდიდელმა მეგობრებმა არ იცოდნენ ირაკლის 50 წლის წინანდელი ანდერძის შესახებ და იძულებულ შეიქმნენ შეეტანათ ფეხზე ხელმოკიდებულებს ჩიტაძის ქუჩის ქვაფენილზე რახრახით . . .
p.s. მესამე დღეს მივაგენით მორგში. ამოსაცნობად მე და ჩემი ბიძაშვილი მურმან ჟვანია შევედით. 21 მიცვალებულის გვამი ელაგა – ყველანი 22 დეკემბერს მოკლულები! ირაკლის ხელზე მიბმულ დაფაზე ეწერა: неизвестный мужчина старше 50 лет. სამოცადაც კი არ ჩათვალეს 79 წლის ირაკლი პროფესიონალმა ექსპერტებმა!”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!