უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში


  • ძლიერმა წვიმამ და წყლმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში, ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა დატბორა, საცხოვრებელი სახლების ნაწილი, ეზოები და სავარგულები.

სტიქიამ ყველაზე დიდი პრობლემა შექმნა ხობის მუნიციპალიტეტში, სადაც საერთო ჯამში 150-ზე მეტი სახლის პირველი სართული დატბორა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე ტეხურმა სოფელ ლეძაძამეში კვაუთის უბანთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც საავტომობილო გზის გარეშე დარჩა 76 ოჯახი, ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი. სოფელში დროებითი ხიდის მოწყობა უახლოეს პერიოდში მოხდება.

ხობთან ერთად სტიქიამ პრობლემები შექმნა აბაშასა და წალენჯიხაში. წალენჯიხაში – სოფელ ფახულანსა და მაზანდარაში ადიდებულმა მდინარემ ხიდი დააზინა, ხიდი დაზიანდა, ასევე აბაშის სოფელ სამიქაოში. დააზიანდა სოფელ წყემში მაღალი გადამცემი ხაზი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

პრობლემურ ადგილებში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, მუშაოებენ ზარალის დამთვლელი კომისიები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!