უხელფასო მუშებს თეა წულუკიანი დახმარებას დაჰპირდა


თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ, “ზუგდიდელები.გე”-სთან ერთ-ერთმა მუშამ გენადი ლაშხიამ, რომელიც მონაწილეობდა ქვაფენილების დაგებაზე და დღემდე უხელფასოდ არის დარჩენილი, განაცხადა, რომ მათ მოახერხეს თეა წულუკიანთან შეხვედრა, თავიანთი გასაჭირისა და პრობლემის გაცნობა,
რის შემდეგაც იუსტიციის მინისტრი მათ დახმარებას შეჰპირდა. “კარგად მიგვიღო, მოგვისმინა და გვითხრა, რომ დრო დასჭირდებაო, მაგრამ ამ პრობლემას მოგიგვარებთო”.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდში არქივის ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნის პერიოდში მასთან მივიდნენ მუშები, რომელთაც ასფალტის დაგების შემდეგ ხელფასი არ გადაუხადეს დამქირავებლებმა და რამდენიმე დღის წინ გამაფრთხილებელი აქცია ჩაატარეს მერიის შენობასთან. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!