- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 177 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 22 ფაქტი გამოვლინდა.
“ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 239 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 55 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.