სეს: საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა


  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია საზამთროსა და ნესვის 36 ნიმუში. კვლევის შედეგად, ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.

“სააგენტოს ინსპექტორები ნიმუშებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იღებენ. კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე ყოველწლიურად ამოწმებს. წლის ბოლომდე კიდევ 40 ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი. შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება.”-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!