სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა


დღეიდან, სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაციის მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული სურსათის შესახებ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

“ახალი რეგულაციით, გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი, კერძოდ, ეტიკეტზე განთავსდება ინფორმაცია სურსათის უვნებლობისა და კვებითი ღირებულების შესახებ, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლოა საზიანო იყოს სპეციფიკური მომხმარებლისათვის, ინგრედიენტები ალერგენებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს განსხვავებული ფორმით, რაც განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის მქონე მომხმარებელს სწორი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესსექტორს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დახლზე განთავსებულ პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია და კომპანიებს მიეცემათ მისი რეალიზების შესაძლებლობა”.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!