ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა


ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში, ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ჭურჭელი დაზიანდა. მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ “კუთხის პატარა ნაწილი ჩამოინგრა.

ჩამონგრეული ნაწილი მოხვდა მაგიდაზე გაშლილ ჭურჭელს. კუთხეში, რაც იდო პატარა ნაწილი, ის არის დაზიანებული. ამ დაზიანებაში არის ორი დიდი ფუჟერი და ოთხი პატარა სირჩა, რომელიც რესტავრაციას ექვემდებარება. ჩვენ მაშინათვე ვაცნობეთ კულტურის სამინისტროს. გზაში არიან ეროვნული მუზეუმიდან რესტავრატორები, ისინი ნახავენ რა ხარისხის დაზიანება აქვთ ამ ნივთებს, ექვემდებარება თუ არა ის რესტავრაციას”.

ლილი ბერაია ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. “ჩვენ არ ვიყავით ადგილზე, მუზეუმი დახურული იყო. მორიგემ ნახა და დახვდა ასეთი სიტუაცია”. ლილი ბერაიას თქმით,  სასახლე ამორტიზირებულია, მოძველებულია, გაცვეთილია ქანი და გაჯი. რყევებიც უშლის ხოლმე ხელს და ჭერის ჩამონგრევაც ამან გამოიწვია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!