სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში HACCP-ის სტანდარტები დაინერგა


  • საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის სისტემის დანერგვა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მიმდინარე, 2022 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდა.

ცენტრს დაქვემდებარებულ 63 საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურული მოწყობის შეფასების, ბაღის თანამშრომლებთან გასაუბრების, მონიტორინგის შედეგად, შედგა CAP ანალიზის შესაბამისი დოკუმენტი.
საბავშვო ბაღის თანამშრომელთათვის HACCP-ის სტანდარტებისა და ჰიგიენის საკითხებზე ჩატარდა ტრენინგები.
შემაჯამებელ შეხვედრაზე საბავშვო ბაღების გამგეებს HACCP-ის სტანდარტების სახელმძღვანელოები და სერტიფიკატები გადაეცა.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია: “ჩვენი აღსაზრდელების ჯანსაღ, უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლება და აღზრდა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ცხადია, ძალიან ბევრი პრობლემური საკითხია მოსაგვარებელი ამ მიმართულებით, თუმცა, HACCP-ის სტანდარტების დანერგვის და პერსონალის გადამზადების მიმართულებით გაწეულ შრომას აუცილებლად ექნება შედეგი უმოკლეს დროში”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!