სექტორალური ფესტივალი ზუგდიდში


თემის განვითარების ცენტრმა, პროექტის „ღია სახლი – ქალთა გაძლიერებისათვის“ ქალაქის ცენტარულ ბულვარში სექტორალური ფესტივალი გამართა, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამთვარობო და არასამთავრობო სექტორი.

შეხვედრის მონაწილეებს სტენდებზე წარმოდგენილი ქონდათ საინფორმაციო ბანერები, ბროშურები და მათი საქმიანობის ამსახველი ფოტოები. ასევე წარმოდგენილი იყო თექისგან დამზადებული ნამუშევრები და  შავი ბაიხის ჩაი „ლაზი“

პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ცხონდიამ საზოგადოებას ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობების შესახებ ესაუბრა: “6 წლის მანძილზე ორგანიზაციამ იმუშავა დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართვისთვის, მათი გააქტიურებისთვის, ჩვენ რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ და ათასობით მადლიერი ბენეფიციარი გვყავს“- აღნიშნა მან

პროექტის კოორდინატორმა თამარ დაგარგულიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ “პროექტს ახორციელებს ზუგდიდის თემის განვითარების ცენტრი CDC საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.შეხვედრის  მთავარი მიზანია  სექტორალური თანამშრომლობის განვითარების ხელის შეწყობა და საზოგადოებისთვის  ინფორმაციის მიწოდება. 2016 წელს დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ, რომელსაც ახორციელებენ  ქალაქში მოღვაწე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფესტივალი ხორციელდბა ამერიკის საელჩოს მიერ, მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. თემის განვითარების ცენტრი მსგავს ღონისძიებას მომავალშიც გამართავს”.

შეხვედრის ბოლოს  პანტომიმის მსახიობების შესრულებით პერფომანსი დაიდგა, ასევე მოეწყო დიზაინერ  სოფია ხარჩილავას დეფილე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!