ექვსი შვილის დედას გამგებელთან შეხვედრა სურს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლხიდაში ჯონი ჯაბუას მრავალშვილიანი ოჯახი  პატარა ხის სახლში ცხოვრობს, რომელიც ნათესავმა დროებით დაუთმო საცხოვრებლად. ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი თამარ ცირდავა 30 წლის გახლავთ და ის უკვე ექვსი შვილის დედაა.

 უფროსი ვაჟი ვასიკო 13 წლისაა,ქალიშვილი ვერიკო 12-ის -, ლიკა – 7- ის, ვიკა – 8-ის, იკა -5-ის, ხოლო ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ალიკა ორი წლისა და შვიდი თვისა. ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს, – არც ერთი წევრი არ მუშაობს, მათი საარსებო წყარო 396 ლარია, რომელიც სოციალური დახმარებიდან ერიცხებათ. საცხოვრებელ სახლში ხუთი ოთახია, აქედან, ორი უვარგისია, მცირე ფართის გამო ვერ ეტევიან, სახლს მთლიანად აწვიმს, კედლები გაბზარულია, ბათქაში ცვივა, ნესტია, ფანჯრები და იატაკი მთლიანად  ამორტიზირებულია. სველი წერტილები არ აქვთ, ქალბატონმა  თამარმა ეზოში სცადა პატარა სათბურის გაშენება, მაგრამ ცუდი კლიმატური პირობების გამო, მოსავალი მთლიანად გაუნადგურა. სარეცხი მანქანის უქონლობის გამო, ქალბატონ თამარს ხელით უწევს რეცხვა, რომელიც მისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ოჯახისთვის მთავარი ატრიბუტია ტელევიზორი და ისიც ახლახანს  გაუფუჭდათ,  შეკეთებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ. ოჯახის უფროსი, ბატონი ჯონი  ერთხანს თურქეთში სამუშაოდ იყო წასული, მაგრამ მუშაობის დროს მარჯვენა ხელზე თითები დაკარგა და მძიმე საქმეებს ვერ აკეთებს.

ბავშვები წარმატებული მოსწავლეები არიან, ამას მათი სერთიფიკატები და დიპლომები მოწმობს. ვერიკო ანსამბლ „ქერუბიმში“ ცეკვავდა,   მაგრამ ოჯახმა სახსრების უქონლობის გამო, გამოიყვანა,  რაზეც ქალბატონ თამარს ძალიან წყდება გული. ვასიკო ორი წელია რაგბში დადის. მას იმდენად უყვარს სპორტის ეს სახეობა, რომ ვარჯიშის დროს სოფლიდან ქალაქამდე ფეხით ჩამოდის.

ჯაბუების ოჯახის მძიმე  მდგომარეობის შესახებ სოფელმა იცის. თანასოფლელები და მეზობლები, ოჯახს, ეხმარებიან საკვებით, პროდუქტებით, ტანსაცმლებით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით. ქალბატონი თამარი ამბობს, რომ ის შეხვდა სოფლის გამგებელს ზური ფაჟავას და სთხოვა პრობლემების მოგვარება, მაგრამ…[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LssqCohuqEc[/embedyt] „ ჩვენთან სადღესასწაულო დღეებზე მოაქვთ სასაჩურე პაკეტები, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობას ვუხვდით. ვიყავი მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მაგრამ გამგებელს ვერ შევხვდი, ადგილზე არ იყო.  ხომ,  ხედავთ სახლი რა მდომარეობაშია, მეშინია, ზამთარს, დიდ თოვლობას, ვერ გაუძლოს. ან იქნებ, სადმე დამასაქმონ, რომ  შევძლო შვილებისთვის სასკოლო ნივთების შეძენა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შვილებმა კარგი განათლება მიიღონ, მათ ამის პოტენციალი გააჩნიათ. მადლობა მინდა გადავუხადო, ყურადღებისთვის, ზრუნვისთვის და სიყვარულისთვის ჩვენი ბაღის გამგეს, ქალბატონ ნუნუს, რომელიც არაერთხელ დაეხმარა ჩვენს ოჯახს“. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=EbVj1-yY26U[/embedyt]ოჯახის უფროსი ამბობს, რომ სამუშაოდ მისული ყველგან უარით გამოისტუმრეს, როგორც თვითონ ამბობს, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ის მზადაა ოჯახის დასახმარებლად იშრომოს.

ქალბატონ თამარს 14 ივლისს, 30 წელი უსრულდება, მისი ოცნება ახალი ჭერია, სდაც ოჯახთან ერთად იცხოვრებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!