სახის ნიღბები შემოდგომისთვის


  • თუ კოსმეტიკაში სინთეტიკური კომპონენტების მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილნი და ეფექტურ მოვლის საშუალებას ეძებთ, გამოსავალი ერთია: მოამზადეთ სახის ნიღაბი სახლის პირობებში. შეგახსენებთ, რომ მარტივ პრობლემებს და ზოგიერთი სიმპტომის შემსუბუქებას საშინაო ნიღაბი სრულებით გაუმკლავდება, მაგრამ, სახის ღრმა ფენაში შეღწევას ნამდვილად ვერ შეძლებს.

გახსოვდეთ, რომ რომელიმე ინგრედიენტმა შესაძლოა ალერგია ან გაღიზიანება გამოიწვიოს. გასინჯეთ ის ჯერ ფრჩხილთან. დაიდეთ და დაუცადეთ 30 წუთი. თუ კანი არ გაწითლდა, წაისვით სახეზე.

შვრიის ნიღაბი/სკრაბი: კანიდან მკვდარი უჯრედების გასასუფთავებლად, აურიეთ შვრია ცხელ წყალთან ფაფის მიღებამდე. გამოიყენეთ წვრილად დაფქული ფანტელები. ნუ წაისმევთ ამგვარ სკრაბს აქტიური ანთების დროს.

კიტრის ნიღაბი: თუ სეზონებს შორის სახეზე შეგემჩნევათ ქავილი, სიმშრალე, მუქი ელფერი, მოირგეთ ნიღაბი ქორფა კიტრისგან. რეცეპტი მარტივია: დაჭერით კიტრი ნაჭრებად და დაიდეთ სახეზე, მათ შორის თვალების ქვეშაც. მას შემდეგ, რაც ნიღაბს ჩამოიხსნით, ჯანსაღი ელფერი და დატენიანებული კანი დაგხვდებათ.

მკვებავი კრემი ბანანისგან: დაჭყლიტეთ ბანანის სირბილე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაიდეთ სახეზე 30 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კრემი.

ვიტამინირებული ნიღაბი გოგრისგან: თუ შემოდგომაზე ფიქრობთ, რომ თქვენს სახეს ვიტამინები აკლია, ეს ნიღაბი სცადეთ. გაასუფთავეთ გოგრა ქერქისგან, გახეხეთ, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და კვერცხის გული. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჯანსაღი იერი გარანტირებულია!

ანტიოქსიდანტური ნიღაბი ძახველით: გარეცხეთ 1 ჭიქა ძახველი ცხელი წყლით, დაჭყლიტეთ ბლენდერში, დაუმატეთ 1 ს.კ. სახამებელი. მიღებული მასა დაიდეთ გასუფთავებულ კანზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ნიღაბი თქვენს კანს დაბერებისგან დაიცავს და გაათეთრებს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!