ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება


  • ზუგდიდში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა მეოთხე საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე აშენდება. ბიბლიოთეკის პროექტირების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

აღნიშნული ინფორმაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ზუგდიდის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა, სადაც არასამთავრობო სექტორის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის, კაფე და ვერანდა, რომელსაც ხედი დადიანების სასახლისკენ ექნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!