საჭადრაკო ტურნირი “ევროპის დღეების” ფარგლებში


ზუგდიდში, ჭადრაკის სახლში, “ევროპის დღეების” ფარგლებში, 8 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. ტურნირს მსაჯობას უწევდნენ ფიდეს ოსტატი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ევროპის ორგზის პრიზიორი მადონა ბოკუჩავა, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გოჩა თორია, ასევე, დავით თულაძე და რევაზ იზორია.
ტურნირში გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა ნინო ადონიამ. ვაჟთა შორის საბა ქობალიამ.
ღონისძიება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა” და ჭადრაკის სახლის ორგანიზებით, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისმხარდაჭერით გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრმა პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასულ გოგონებსა და ვაჟებს წიგნები და სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი, გამარჯვებულებისთვის თასები და მედლები დააწესა.
“ევროპის დღეები” საქართველოში 2007 წლიდან იმართება. მას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ახორციელებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!