DENTAL HAUSE – ირინე მიშველიას და მურად ღვინჯილიას ოჯახური ბიზნესი ზუგდიდელებისათვის


ირინე მიშველია პროფესიით სტომატოლოგია, ბავშვობიდანვე მოსწონდა სხვებზე ზრუნვა. ტკივილის შემსუბუქება და მათთვის პრობლემების მოგვარება. ოცნებობდა თეთრი ხალათის ჩაცმაზე და საკუთარ კლინიკაზე. დღეს, საყვარელი საქმე ოჯახურ ბიზნესად აქცია და მეუღლესთან, ცნობილ ექიმთან, მურად ღვინჯილიასთან ერთად კლინიკას DENTAL HAUSE ხელმძღვანელობს. პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე აპარატურით უსაფრთხო მომსახურებას, სტერილიზაციის უმაღლეს ხარისხს და ყველაფერ ამას აკეთებს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

– DENTAL HAUSE  უპირობოდ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს. კლინიკა აღჭურვილია უახლესი, ევროპული ტიპის დანადგარებით. პაციენტებს ადგილზევე უტარდებათ ყველანაირი სახის პროცედურა. გარდა ამისა, კლინიკას გააჩნია რენტგენის ბოლო თაობის აპარატი, რომელსაც გააჩნია მაღალი ხარისხის გარჩევადობა, მინიმალური მავნებლობა და საშუალებას იძლევა დაარქივდეს პაციენტების მონაცემები რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ, ,,ორალ კამერა’’, რის საშუალებითაც, პაციენტს კლინიკის ელექტრონულ არქივში დაუფიქსირდება ციფრული ფოტო მასალა, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც პაციენტი სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარია, რადგანაც სადაზღვევო კომპანიები, პრაქტიკულად, ყველა ნიუანსით ინტერესდებიან, თუ რა ტიპის მომსახურება განახორციელა სტომატოლოგიურმა კლინიკამ.
უმნიშვნელოვანესია, რომ კლინიკის ადმინისტრაცია სრულ პასუხისმგებლობას იღებს სტერილიზაციის ხარისხზე, შეფუთული ინსტუმენტების შენახვაზე და მათ ერთჯერად გამოყენებაზე.
– კლინიკა, ზუგდიდელებს ჩვენი ჟურნალის საშუალებით, საჩუქრდ ფასდაკლების ექსკლუზიურ ბარათებს სთავაზობს. ეს სიახლეა ზუგდიდში…
– დიახ, ეს იქნება ექსკლუზიური ფასდაკლების ბარათი, რომელსაც პირველ ეტაზე, თქვენი ჟურნალ ,,ზუგდიდელების’’ მკითხველები მიიღებენ. ბარათი ითვალისწინებს მზარდ ფასდაკლებას. მფლობელმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს კლინიკაში ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად და გაიაროს ელექტრონლი რეგისტრაცია. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ის დარეგისტრირდება ჩვენს ბაზაში. კლინიკის დარეგისტრირებულ პაციენტებთან მუდმივად ექნება კონტაქტი. ბენეფიციარებს დავავუწყებთ კლინიკაში არსებულ სიახლეებზე, ინოვაციებზე და იმ განსხვავებულ მიდგომებზე, რომელიც ბარათის მფლობელს ელოდება. მინდა გითხრათ, რომ ბარათი არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ თერაპიულ პროცედურებზე, ის მოიცავს, სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას და პაციენტებს დაუზოგავს სერიოზულ ფინანსურ დანახარჯს, რომელიც არც თუ ისე ცოტაა. ამასთანავე, კლონიკაში დანერგილია, განვადების სისტემა თითქმის ყველა ბანკთან. ბარათი თავისუფალია ყოველგვარი ბიუროკრატიული წინააღმდეგობებისაგან და იოლად გამოყენებადია. მხოლოდ პირადობის მოწმობა და ბარათი საკმარისია ფასდაკლების მისაღებად.
– ირინე, DENTAL HAUSE გუნდი გავაცნოთ ჩვენს მკითხველებს…
– თეონა ზანთარაიას, ანა გულბანს, ნიკოლოზ სამუშიას სტომატოლოგიაში მუშაობის სერიოზული გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, აქვთ მოტივაცია და უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული ერთიანი, გუნდური საქმე მოწოდების დონეზე წარვმართოთ. ჩვენი ექიმები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის სამეცნიერო კონფერენციაში. შეხვედრაში, მასტერკლასში. ვგეგმავთ, სტომატოლოგთა ასოციაციაში წინანდადებით შესვლას იმის თაობაზე, რომ ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკის სივრცე გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მასტერკლასისთვის, რომელიც ჩვენს რეგიონში დაიგეგმება.
კლინიკა დაახლოებით ორი თვეა ფუნქციონირებს და დიდი ინტერესი გამოიწვია, ძალიან რეზონანსული გახდა და ამას ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, ერთ ერთი ასეთი გახლავთ სიახლის განცდა და სანდოობა სტერილიზაციისადმი, რომელიც კლინიკაში დანერგილია.
პაციენთა მომართვიანობა დასაწყის ეტაპზე იმდენად დიდია, რომ კლინიკის ადმინისტრაციას გაუჩნდა სურვილი, მოვიზიდოთ მულტიპროფილური სპეციალისტები, რათა გავაფართოვოთ მომსახურების არეალი.
დღეს, თანამედროვე მედიცინაში და სტომატლოგიაში იმპლანტანცია სწრაფად განვითარებადი დარგია, მკითხველისთვის, განმარტავ, იმპლანტანცია არის ორგანიზმში ბიოინერტული მასალისაგან დამზადებული იმპლანტის ჩანერგვა და მასზე ხელოვნური გვირგვინის ფიქსაცია. ჩვენი ბენეფიციარები უკვე ითხოვენ ამ მეთოდის დანერგვას კლინიკაში და ჩვენც ვფიქრობთ, ძალიან მალე, ამ მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ რომ იმპლანტაციის სერვისი და სრული სტომატოლოგიური მომსახურება განხორციელდეს ერთ სივრცეში.
ინტერვიუს მსვლელობისას, ჩვენ შემოგვიერთდა, ირინეს მეუღლე მურად ღვინჯილია, რომელსაც ზუგდიდლები კარგად იცნობენ. მურადი პროფესიით ექიმია, ქირურგი-ენდოსკოპისტი. მუშაობს კლინიკა ,,ენ-ელ-აი-ში’’ და იმავდროულად არის კლინიკა ,,დენტალ ჰაუზის’’ დამფუძნებელი მეუღლესთან ერთად.
მურადი: – იცით, რატომ გახდა სტომატოლოგიური კლინიკა DENTAL HAUSE იმთავითვე პოპულარული? აბა, ნახეთ, პრიორიტეტებს ჩამოვთვლი – თანამედროვე აპარატურა რენტგენოლოგიში, სტერილიზაციაში, პროფესიონალთა გუნდი, მოსახერხებელი მდებარეობა და თავისუფალი პარკინგი. ეს ყველაფერი პაციენტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. კლინიკას ძალიან მალე დაემატება ორი ქირურგიული კაბინეტი და ბავშვთა სივრცე. პაციენტების მოთხოვნით, გადავწყვიტეთ, დავაწესოთ მორიგეობები შაბათ – კვირას. პაციენტებს მოემსახურება ოთხი ექიმი შესაბამისი ინფრასტრუქტურით და პაციენტებზე მორგებული გრაფიკით, რომელიც წინასწარი ჩაწერის სერვისსაც მოიცავს. კლინიკა შვიდი დღის განმავლობაში, დილის 9 სთ – დან საღამოს 6 სთ – მდე სრული დატვირთვით იმუშავებს. გვაქვს გაფართოების რესურსი. ჩვენ ვზრუნავთ პაციენტების უსაფრთხოებაზე, აქედან გამომდინარე, კლინიკა დაცვის თანამედროვე სისტემითაა აღჭურვილი. DENTAL HAUSE  ასოცირდება სახლთან, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ კლინიკა მართლა გახდება ერთ ერთი უსაფრთხო და სანდო “კბილის სახლი” ზუგდიდში.
თქვენ რომ გისმენთ, წარმომიდგენია როგორი დატვირთული და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ მთელი ოჯახი…
მურადი: – მიუხედავად ჩვენი დაძაბული გრაფიკისა დღის განმავლობაში, ჩვენთვის დიდი განტვირთვაა ჩვენს ქალიშვილთან მარიამთან გატარებული დრო. ვცდილობთ, დღის მეორე ნახევარი მას დავუთმოთ, ის ჰიპერაქტიური გოგონაა და ბაღიდან დაბრუნებული იმდენ ახალ ამბებს გვაწვდის, დაღლა გვავიწყდება. საღამოობით პარკში ვსეირნობთ, კვირაობით ვცდილობთ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დავესწროთ საკვირაო წირვას, ხშირად ქალაქიდან გავდივართ და ასე…
მეორე ბავშვს ელოდებით, იცით ვინ იქნება?
მურადი: – მეორე ბავშვს ივნისის თვეში ველოდებით. კოლეგები ამბობენ, ბიჭი გეყოლებათო, მაგრამ სქესს ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ჯანმრთელი დაიბადოს, ყოველგვარი გართულებების გარეშე. მხოლოდ ეგაა, სახელთან დაკავშირებით დიდი დავაა ჩვენს ოჯახში… ჯერჯერობით, არ შეგვირჩევია. ორსულობის დროს, ქალი მგრძნობიარეა, სათუთია და სათანადო გაფრთხილებას, ყურადღებას საჭიროებს. მადლობა ღმერთს, ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც გვერდში გვიდგანან და ხელს გვიწყობენ. ირინეს მამიდა და ჩვენი მშობლები ირინეზე ზრუნვით არიან დაკავებულები. ისე, არც მე ვარ უყურადღებო მეუღლე, არა, ირინე?
ირინე: – რა თქმა უნდა, მურადი ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მეუღლეა. გარდა იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება. კლინიკის მონიტორინგი პირად კონტროლზე აიყვანა, ამ მხრივ ცოტა მკაცრია, არაფერი გამორჩება. გარდა მეუღლისა, ის ჩემი მეგობარია, საჭირო დროს და ადგილზე ყოველთვის ჩემთანაა.
თურმე, ხშირად მოგზაურობთ…
მურადი: -საქართველოში თითქმის კუთხე-კუნჭული არ არის დარჩენილი, სადაც არ ვართ ნამყოფი. ქალაქიდან ძირითადად პარასკევს გავდივართ და კვირას ვბრუნდებით. ზოგჯერ ირინეს მშობლებთან განმუხურში ჩავდივართ, ასევე ჩემს მშობლებთან წალენჯიხაში, სოფელ მიქავაში. ჩვენი ერთობლივი, ბოლო ვოიაჟებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი სტამბული იყო. სხვა ქვეყნებში, ძირითადად, საქმიანი ვიზიტით ვიმყოფებოდით და მკაცრად გვაქვს გრაფიკი გაწერილი, აქ შედარებით მეტი თავისუფლება გვქონდა, მოგვეცა საშუალება დაგვეთვალერებინა ეს ულამაზესი ქალაქი.
– როგორი დიასახლისია ირინე?
მურადი: -ჩვენ ტრადიციული ოჯახი გვაქვს, სახლში მუდამ სტუმრიანობაა, შესაბამისად, ყოველდღიურად გვიწევს სტუმრებს გავუმასპინძლდეთ გემრიელი კერძებით, ამ მხრივ, ირინესთან არანაირი შენიშვნა არ მაქვს, ყველაფერს იდეალურად ამზადებს.
ირინე: -სხვათაშორის, მურადიც მშვენივრად ამზადებს სხვადასხვა კერძს. მისი მომზადებული მწვადები არაჩვეულებრივია.
ეკა ფარულავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!