ტრადიციულად, წინასაახალწლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურად დაუცველთა ჯგუფს საჩუქრად სასურსათო პროდუქტებს გადასცემს. სასაჩუქრე პაკეტები ბენეფიციარებს წინასაახალწლო დღეებში დაურიგდებათ.
გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ ზუგდიდელები. გე-ს უთხრა: „ტენდერი მოიგო შ.პ.ს. „ბ.თ.ბ.“-მ. სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს,ომის მონაწილე ვეტერანებს და დედ-მამით ობოლ ბავშვებს, დაახლოებით 160 ოჯახს. ერთი პაკეტის ღირებულება 70 ლარს შეადგენს. პაკეტებში მოთავსებულია: შესქელებული რძე, შაქარი, კარაქი, ნაღები, შოკოლადები, ლიმონათი, თხილი, თაფლი, კვერცხი, ბრინჯი, რძის ფხვნილი, ვაფლის ტორტი, ჩიჩილაკი, კაკაო,ზეთი, ბურღულეული. ოდნავ განსხავებულია ომის ვეტერანთა კალათა. მათ საჩუქრად გადაეცემათ შავი ღვინო და ხორცის კონსერვი. საახალწლო საჩუქრებისთვის დაიხარჯება დაახლოებით ცამეტიათას ლარზე მეტი. საჩუქრებს ბენეფიციარებს გადასცემს გამგებელი და გამგეობის თანამშრომლები, სოფლად მცხოვრებლებს კი, იმ სოფელში გამგებლის წარმომადგენლები.