მშვიდობიან მომავალ წელს გისურვებთ


გოგიტა კანკია, მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან დაინიშნა გრიგოლიშის გამგებლად, კარგი მოსაუბრეა, სოფლის გულშემატკივარი და თანასოფლელების თანამდგომი, მათი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი.
– 2015 წლის თებერვლის თვიდან გაგეობამ დამნიშნა სოფლის რწმუნებულად, მაგრამ  2009 წლიდან ვმუშაობდი სპეციალისტად. მე ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. დავამთავრე თბილისის ჰუმანიტარულ – ეკონომიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით  საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალისტი.
-სოფელი გრიგოლიში ისტორიული სოფელია, როგორ წარმოგიდგენიათ მისი მომავალი?
-დიახ, ისტორიული სოფელია ჩვენი სოფელი. ძველად ჩვენს სოფელს ერქვა “ალერტ-კარი”. დღეს სოფელში 250 კომლი ცხოვრობს, მოსახლეობის სურვილია შეიცვალოს სოფლის სახელი  და აღდგეს ძველი სახელწოდება “ალერტ-კარი”.
სოფელი გრიგოლიში 90 წლისაა, ადრე ყულიშკარის შემადგენელი ნაწილი იყო, სწორედ მაშინ ერქვა მას “ალერტ-კარი”. უბანი გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოეყო ყულიშკარს და დაერქვა “გრიგოლიში”. გრიგოლიშში უკანასკნელი წლების მანძილზე მრავალი პროექტი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩუტარდა საბავშვო ბაღს, რომელიც 20 წელი არ ფუნქციონირებდა. ხიდების აგებით სოფელში უდიდესი პრობლემა გადაიჭრა. მოეწყო საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა გარე განათება. უმწეო კატეგორიის მოსახლეობას (32 ოჯახი) შეუკეთდა საცხოვრებელი სახლები. გრიგოლიშის საშუალო სკოლას ჩაუტარდა საფუძვლიანი რემონტი.
სოფლის საზოგადოება თუ გიდგათ გვერდით, რამდენად აქტიურები არიან?
– ჩვენ ერთად ვცდილობთ მოვაგვაროთ ის საკითხები, რომელიც სოფელს სჭირდება. ვფიქრობთ, რა როგორ აჯობებს. მე მათი დიდი იმედი მაქვს. ალბათ ისინიც ასე ფიქრობენ და მათაც ჩემი დიდი იმედი აქვთ. სხვაგვრად არ შეიძლება. ჩვენს გვერდით დგას სოფლის მაჟორიტარიც.
-თქვენ და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ერთობლივად ზრუნავთ ალბათ სოფლის საჭიროებების უზრუნველსაყოფად?
– რა თქა უნდა, ჩემი სოფლის დეპუტატია ელვარდ ლაგვილავა. მისი თანადგომით სოფელში გაკეთდა წყალ-მომარაგების ქსელის გამრიცხველიანება, ერთ-ერთ უბანში მიმდინარეობს ხიდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობა. ყველაზე დიდი პრობლემაა ცენტრალური გზა, ძალიან ცუდი გზაა. მართალია, ეს გზები თთქმის ყოველწლიურად იხრეშება, მაგრამ, რადგანაც სოფელი მთაგორიანია, ეს არ არის საკმარი. საჭიროა გზების სრულყოფილი შეკეთება, ანუ მობეტონება, რასაც რაიონის გამგებელი 2016 წლის დასაწყისიდანვე გვპირდება.
– მკითხველებს გააცანით თქვენი ოჯახი.
-ოჯახი შევქმენი 2010 წელს. ჩემი მეუღლეა თამარ ჩილაჩავა, ჭითაწყარელი. გვყავს ორ ქალიშვილი,-ანასტასია და სესილი. თამარი სპეციალობით ეკონომისტია. ამჟამდ დიასახლისია. მშობლები არიან რადიონ კანკია და მარინე შენგელია
რას აფასებთ ადამიანის თვისებაში?
-ადამიანი, ძირითადად, კეთილგანწყობილი უნდა იყოს ყველას მიმართ და რაც მთავარია, ხალხს უნდა უყვარდეს.
– როგორია გრიგოლიშის რწუნებულის საახალწლო სურვილები?
-მთავარია, მშვიდობა იყოს ქვეყანაზე და ყველაფერი კარგად იქნება.

ესაუბრა: როზა როგავა

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!