IDFI სიგელის გარეშე დარჩენილები


დილიდანვე ზუგდიდის ადგილობრივ ონლაიმედიაში აქტუალური გახდა თემა, რომელიც ეხება 2015 წლის 11 დეკემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გამართულ 2010-2015 წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას. ანგარიში მომზადდა პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – www.opendata.ge“ ფარგლებში, რომელსაც IDFI ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და „ღია საზოგადოების ფონდების ფინანსური“ მხარდაჭერით 2010 წლიდან ახორციელებდა.

IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომლებმაც პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს (სულ 57 საჯარო დაწესებულება). მათ შორის არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მაგრამ დაჯილდოებულთა შორის არ აღმოჩნდნენ ქალაქ ზუგდიდის მერია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რადგან IDFI-ის კვლევების მიხედვით, ზუგდიდის მერიამ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  96.7%, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხოლოდ 70.8% -იანი მაჩვენებელი უჩვენა.

პროექტის ფარგლებში წარმოებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ინსტიტუტის მიერ გამოვლენილი იქნა 2010-2015 წლებში ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური ჯილდოები, ეს დაწესებულებებია: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!