“საქართველო უპირველეს ყოვლისა!”-ზუგდიდში გამოჩნდა სტიკერები მესიჯით


  • ამ დილით, ზუგდიდელებს, დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალ გზაზე განლაგებულ ლამპიონებზე, დახვდათ საქართველოს დროშის სტიკერები წარწერით: “საქართველო უპირველეს ყოვლისა“.

თითქოს, ამ ფრაზის ლექსიდან გამოხმობაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ მისი ქართული დროშის ფონზე მოქალაქეებისთვის სტიკერის სახით მიწოდება, დიდი ალბათობით, კონკრეტული შინაარსით გაგზავნილი მესიჯია.

ჩვენ არ დაგვიწყია ძებნა, როდის, რატომ და ვინ მიაკრა ლამპიონებს ეს სტიკერი. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ იგებენ მას მოქალაქეები. გაჩნდა სავარაუდო ვერსიებიც:

1. მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას. დროა, ხელები დავიკაპიწოთ – ვიშრომოთ.

2. დროა, გავერთიანდეთ ერთი მიმართულებით – არანაირი პოზიცია-ოპოზიცია – შევრიგდეთ.

3. ჯერ საკუთარ ქვეყანას მოვუაროთ და მერე სხვას დავეხმაროთ.

4. დროა, აფხაზეთი და ოსეთი დავიბრუნოთ.

თქვენ როგორ ფიქრობთ, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.


კომენტარი

  1. ბექა

    კომუნისტურად მსჯელობთ ქ.ბ. ჟურნალისტო… საქართველო უპირველეს ყოვლისა უკვე ამბობს თავის სათქმელს და ამას არანაირი გაშიფვრა არ სჭირდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!