ანა ხოფერია-მძღოლი ქალი ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში


  • ანა ხოფერია, სანამ ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლი გახდებოდა, მანამდე ტაქსისტად მუშაობდა.

ანა ხოფერია: -“დავამთავრე სოფელ შამგონის საჯარო სკოლა. ისე აფხაზეთიდან ვარ. ვსწავლობდი კიევის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობაზე. მოგვიანებით დავამთავრე დაწყებითი პედაგოგიკის ფაკულტეტი. ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ გაცნობიერებული არ მქონდა რა მინდოდა. ჩემთვის პრიორიტეტული იყო ხალხთან კომუნიკაცია”.

-სანამ ავტობუსის მძღოლი გახდებოდით, ტაქსისტად მუშაობდით…

-დიახ, სანამ ავტობუსის მძღოლი გავხდებოდი ვიყავი ტაქსის მძღოლი. ეს სამსახური განაპირობა გარემო ფაქტორებმა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ძალიან უარყოფითად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება, სულ მიწევდა თავის მართლება, თუ რატომ ვტაქსაობდი. ძალიან რთული იყო, მაგრამ არ დავნებდი. მინდოდა საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა სუსტი სქესი არ არსებობს. ბოლოს გადავწყვიტე ჩემს ქალაქს მოვმსახურებოდი. მინდა გითხრათ, ძალიან ბევრმა ადამიანმა შემიწყო ხელი ამ წარმატებისთვის, რომ მიმეღწია. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მათ და მეუღლეს დიმიტრი ზარანდიას, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას. შემეძლო საზღვარგარეთ წასვლა და ბევჯერ მქონდა ამის შანსი, მაგრამ მე მიყვარს ჩემი ქალაქი და აქ მინდა ვიყო. მინდა ვიყო მაგალითი, ახალგაზრდა ქალბატონებისთვის.

-ანა, როგორი იყო პირველი სამუშაო დღე?

-ძალიან ემოციური და პოზიტიური. რაც მთავარია, ხალხის რეაქცია იყო დადებითი. რუხის მიმართულებით ვმოძრაობ. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მგზავრი ჩასვლისას დიდ სიყვარულს მიტოვებს.

რამდენი წელია, რაც საჭეს მართავთ?

-საჭესთან მაქვს შეხება 5 წელზე მეტია.

-პროფესია მძღოლობა ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული…

-სირთულე ყველა სამსასახურშია, მაგრამ აქ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ყურადღებაა საჭირო. ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება ამ ყველაფერს.

-მამაკაცი მძღოლები, არასერიოზულად უყურებენ ქალ-მძღოლებს. თქვენს შემთხვევაში რა რეაქცია ჰქონდათ კოლეგებს?

-ზოგადად მამაკაცებს ძალიან არასერიოზული შეხედულება აქვთ ქალი მძღოლების მიმართ, მაგრამ იმედია მამაკაცები დარწმუნდნენ, რომ ეს მცდარი შეხედულებაა. რაც შეეხება კოლეგებს, ძალიან კარგი კოლეგები მყავს. არაჩვეულებრივი სამსახურეობრივი გარემო დამხვდა.

-რას ურჩევთ ქალბატონებს, ვისაც მძღოლობა სურთ…

-შეუძლებელი არაფერია, მთავარია, მიზანი დაისახონ და აუცილებლად მიაღწევენ.

წარმატებებს გისურვებთ.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!