ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება-ირაკლი ღარიბაშვილი


  • საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, 2021 წელს ქონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წელს ქონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნულ სექტორში არსებული სიტუაცია და გამოწვეული პრობლემები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, ყველაზე მეტად კოვიდის გამო ეს სექტორი დაზარალდა, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში. ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. ვფიქრობ, ეს იქნება ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი დახმარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!