საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრი ეღირება


  • დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა და თითოს ფასი 50 თეთრი იქნება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საწყის ეტაპზე სარეალიზაციოდ ჩაეშვა 400 ათასი პირბადე.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს და მოქალაქეებს მათი შეძენა პრაქტიკულად განახევრებულ ფასად შეეძლებათ.

“დღეიდან ჩვენი ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში, საწყის ეტაპზე 400 ათასი პირბადე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს წამყვან სააფთიაქო ქსელებზე: ავერსი, ჯი-პი-სი, პსპ და ფარმადეპო. ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენი პირბადეების გადანაწილება და მოსახლეობისთვის მიწოდება. ყველაზე გვიან შაბათ დღეს ამ ქსელებში შესაძლებელი იქნება ჩვენი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეების შეძენა. რაც შეეხება ფასებს – იცით, რომს სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ახდენს ნედლეულის მობილიზებას. ჩვენთვის ნედლეულის მოწოდება ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალო კომპანიები უსასყიდლოდ გვიკერავენ პირბადეებს, თვითონ ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს 1 პირბადის შეკერვა უჯდება 1 ლარზე მეტი. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პირბადე მოსახლეობისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში აფთიაქებში გაიყიდოს 50 თეთრად თითო ცალი. სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას,“ – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული პირბადეების გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდება და მოქალაქეს ერთ ჯერზე 3 პირბადის შეძენა შეეძლება. თურნავას განმარტებით, პირბადეებით ბაზრის გაჯერების შესაბამისად, შესაძლოა, ლიმიტი მოიხსნას.

“იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს პირბადეები, სააფთიაქო ქსელები შეთანხმებულები არიან, რომ გარკვეული ლიმიტი იქნება დაწესებული. რამდენადაც მე ვიცი, ეს არის 3 პირბადე 1 მომხმარებელზე, რაც არის სრულიად სამართლიანი და შემდეგ როგორც კი შევატყობთ, რომ ეს მოცულობა ამოიყიდება, ჩვენ მას შევავსებთ და გამომდინარე უკვე ბაზრის გაჯერებიდან, რადგან ბაზარზე სხვა იმპორტული პირბადეებიც შემოდის და იკერება პარალელურად პირბადეები, შეიძლება ეს ლიმიტიც მოიხსნას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!