ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – კორონავირუსთან დაკავშირებით ევროპულ ქვეყნებში დადებითი დინამიკა შეინიშნება


  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა, ჰანს ჰენრი კლუჯემ ევროპაში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე ონლაინ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, გარკვეულ ქვეყნებში ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, თუმცა აღნიშნული ქვეყნები კარანტინის მოხსნის საკითხს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. მისივე თქმით, დადებითი დინამიკა შეინიშნება ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ჰოლანდია და დანია.

კლუჯემ გარდაცვლილთა სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ვირუსის გავრცელება ნაკლებია 15 წლამდე ბავშვებში, ხოლო ინფექცია განსაკუთრებით საშიში 60 წლის ასაკის ზევით პაციენტებშია.

„დაავადების ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ხანშიშესული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, რომელთაც თანხმლები დაავადებებიც აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, დაახლოებით ინფიცირებულების 40%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო, ხოლო 5%-ს ინტენსიური მკურნალობის განყოფილებები ესაჭიროება. მათ შორის ვინც დაიღუპა, ორი მესამედი მამაკაცია. გარდაცვლილთა 95% 60 წელს აღემატება. მათ უმეტესობას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ, მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები 66%-ში, დიაბეტი -29%-ში და თირკმლის პრობლემები 16%”, – აღნიშნა კლუჯემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!