საქართველოში, შესაძლოა კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს


  • ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალება.

„ჩვენ და სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში. ყველა მნიშვნელოვანი საკითხია გათვალისწინებული, რაც საჭიროა, რომ ამ სფეროში დარეგულირდეს, მათ შორის ცხოველების უკონტროლო მომრავლება, ცხოველთა უფლებების გათვალისწინება, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება. მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიდბულის ჯიშის ძაღლი. თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს, ან დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა. თუ აიკრძალება პიდბულის ჯიშის ან სხვა აგრესიული ჯიშის ძაღლის გამრავლება , მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა.

ამასთან, სხვა ქვეყნების გამოცდილებით კანონპროექტში გავითვალისწინეთ შემდეგი დებულება, მაგალითად, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდება 16 წლამდე ასაკის პირს. ვფიქრობთ, რომ აქ ასაკობრივი შეზღუდვა შემოვიღოთ.

აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხას რაც შეეხება, ჯიშები იქნება ჩამონათვალი. თუ 16 წლამდე ბავშვს არ უნდა მივანდოთ ძაღლის გასეირნება, ხომ არ უნდა იყოს შემოღებული ძაღლის სიდიდე, ზომა. შეიძლება არ იყოს აგრესიული, მაგრამ დიდი ზომის ძაღლი შეიძლება გაიქცეს და თავად ძაღლი გახდეს სატრანსპორტო შემთხვევის მსხვერპლი. მცირეწლოვანი როდესაც ასეირნებს, მიზანშეწონილია, რომ უნარების მქონე პატრონს ჰყავდეს გამოყვანილი“, – აღნიშნა იურისტმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნება გარკვეულ საათებში ალიკაპით და საბმელით იქნება საჭირო. ამასთან, განსაზღვრული იქნება კონტეინერით გადაადგილება.

„რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, რომ ალიკაპით მოხდეს გარკვეულ საათებში გასეირნება და საბმელით, მათ შორის გადაადგილება კონტეინერით“, – აღნიშნავს კახაბერ იოსელიანი მედიაცენტრ “კვირაში”.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!