- საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 685 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 184 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –3 587, „პისიარ“ ტესტით – 1 597.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,01%, ბოლო 14 დღის – 2,82%, ბოლო 7 დღის – 2,23%.