საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 67 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 955 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 315 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 302, „პისიარ“ ტესტით – 13 013.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,13%, ბოლო 14 დღის – 5,67%, ბოლო შვიდი დღის – 6,26%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 942 173 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 904 903 გამოჯანმრთელდა, 14 009 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 520 230 აცრა, დღიურად აცრილია 4 520.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 394 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 892 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!