კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – მორიგი აქცია ზუგდიდში


  • ამ წუთებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, მორიგი აქცია სახელწოდებით “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები კიდევ ერთხელ აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“, „კი ევროპას! ,, ღორების ქელეხის ჟამია”, არა რუსულ კანონს“, ,,ჩქი ქუდომტეთ თე ქიანა’’, ,,გეგშეჭანეთ’’ და ა.შ.

აქციის მონაწილეები მმართველ პარტიას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

ინფორმაციისთვის: პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 23 დეპუტატი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 3 =

Akismet ანტისპამი