- საქართველოში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 515 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო ორ დღეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 48 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 081 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 261, „პისიარ“-ტესტით – 14 820.
კარანტინის რეჟიმშია 88, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 030 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 785 პირი.