9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +27, +32 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 6 ივლისს +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში დღეს უნალექო და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 6 ივლისიდან საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 ივლისს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი შედარებით აგრილდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!