საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 571 პაციენტი, ხოლო 10 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 355 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 261 637 -ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 435-ია.

ბოლო 24 საათში 9 653 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 4 697, პისიარტესტი – 4 956.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,67 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,5 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 328 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 723, კლინიკურ სასტუმროში რჩება 231 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!