საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 179 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 019 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 840, პისიარ-ტესტით – 7 179.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 251 071 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 238 101 გამოჯანმრთელდა, 2 998 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  იმყოფება 3 478 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 536-ს შეადგენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × 4 =

Akismet ანტისპამი