საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები მცირე და საშუალო ბიზნესს, ანტი-კრიზისული საკომუნიკაციო გეგმის შედგენაში კონსულტაციას გაუწევენ


  • ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი ამბობდა: “სიტყვა კრიზისი ორმაგი ბუნებისაა, ერთი წარმოადგენს საფრთხეს, ხოლო მეორე შესაძლებლობებს”.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული   კომუნიკაციების სტუდენტები, პროფესიონალი ლექტორების დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესს ანტი-კრიზისული საკომუნიკაციო გეგმის შედგენაში კონსულტაციას გაუწევენ.

თუ გსურთ, კომპანიის პოტენციური საფრთხე აქციოთ წარმატებად, არ იფიქროთ ბევრი, გაიარეთ რეგისტრაცია, 30 აპრილის ჩათვლით და მიანდეთ საქმე პროფესიონალებს – http://tiny.cc/n8b6lz

გარდა ამისა, სტრატეგიული კომუნიკაციის სტუდენტები კომპანიებს საკომუნიკაციო გეგმის და პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავებაშიც დაეხმარებიან.

ჩვენი გუნდი, რომელიც გამოირჩევა კრეატიული, ინოვაციური და პროფესიული მიდგომით დაეხმარება თქვენს ორგანიზაციას, დაიკავოს სასურველი ნიშა და მიაღწიოს წარმატებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!