საქართველოს რკინიგზა: საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია


  • საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.

“შეფერხების მიუხედავად, გვიან ღამიდან ყველა რეისი ჩვეული გრაფიკით შესრულდა. შეგახსენებთ, რომ უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს მცირე შეყოვნება ჰქონდათ, თუმცა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად, მოძრაობა მალევე განახლდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია თითოეულ მგზავრს შექმნილი დისკომფორტის გამო მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს. ამ დროისათვის, საქართველოს რკინიგზის ყველა რეისი გრაფიკით მოძრაობს.”-აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!