საქართველოს რკინიგზამ ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით რეისები გააუქმა


  • საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უამინდობის გამო, 25 თებერვალს, დაგეგმილი რამდენიმე რეისი, მათ შორის თბილისი-ფოთისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით რეისები გააუქმა.

“ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო უქმდება შემდეგი რეისები:

25 თებერვალი:

  • №804 თბილისი-ბათუმი;
  • №801 ბათუმი-თბილისი;
  • №874 თბილისი-ფოთი;
  • №869 ზუგდიდი-თბილისი;

მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × four =

Akismet ანტისპამი