სასულიერო პირებს, ზუგდიდში, რუსთაველის ძეგლის დადგმა სურთ


დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში, წირვის შემდეგ, საკვირაო ქადაგებისას, მამა მალხაზმა (ჭანტურია) ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირების განცხადება გააცნო მრევლს. განცხადების შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ეპარქიის სასულიერო პირებს სურთ, რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ზუგდიდში, დაიდგას შოთა რუსთაველის ძეგლი.
მამა მალხაზი (ჭანტურია) “წინადადება, ზუგდიდში, შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმის შესახებ, ეკუთვნის ეპარქიას. ჩვენ გვაქვს ამ სურვილის განხორციელების საფუძველიც,- სწორედ ლევან მეორე დადიანმა გადააწერინა კალიგრაფ მამუკა თავაქალაშვილს, 1646 წელს, უკვდავი პოემა, რომელიც ერთ-ერთ პირველ უძველეს ხელნაწერად ითვლება. მივმართავ მრევლს, საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, ყველას, ვისაც მიუწვდება სიტყვა სათანადო აღმასრულებელ ორგანოებთან, მხარი დაგვიჭირონ”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!