მოვაჭრეთა პრობლემებზე მერიაში მოლაპარაკება მიმდინარეობს


როგორც “ზუგდიდელები.გე”-ს აცნობეს, ამ წუთებში, მერიის სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს მოლაპარეკება შპს “ცენტრალური სუპერმარკეტის” მოვაჭრეთა პრობლემებთან დაკაშირებით. საკითხის გარშემო სასაუბროდ შეიკრიბნენ ზუგდიდის მერიის არქიტექტურის, ზედამხედველობის სამსახურების, საკრებულოს და ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მოვაჭრეების ნაწილი მერიასთან არის შეკრებილი და ელოდება მოლაპარაკების დასრულებას.

ცენტრალური სუპერმარკეტის მოვაჭრეები აპროტესტებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შემოსვლას ბაზარში. ამოიწურა დრო, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული რკინის კონსტრუქციების აჭრა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!