სამ თვეში თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 271 ფაქტი გამოვლინდა


  • 2024 წლის პირველ კვარტალში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 271 ფაქტი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ შეადგინა 27 527 კოლოფი სიგარეტი და 160 კილოგრამი  ასაწონი თუთუნი.

“ღონისძიების ფარგლებში, საქმის მასალები, სადაც გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!