სამეგრელო-ზემო სვანეთში პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო – 5 დაკავებული


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის,  სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების  ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სმინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების ავტომობილების,  პირადი და  საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი  პისტოლეტი, ათეულობით საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები.

“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4  ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seven − 1 =

Akismet ანტისპამი