სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს


  • უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში გადატარებული ღონისძიებების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 ერთეული ცირკული და 1 ერთეული ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს. 2 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 1 ერთეული სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში, ხოლო ბოლნისში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში 1 ერთეული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი.

უწყების ცნობით, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და მათზე განთავსებული, ჯამში, 27 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი დაილუქა. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!