სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემათ


  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” პროექტის “ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება მიმდინარე წლის 28 ივნისს გაფორმდა, ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების მოწოდება დაიწყო. ამ ეტაპზე ხობის, სენაკის, აბაშას, მარტვილის, ფოთის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტებს ეტაპობრივად გადაეცემათ 1 100 ლიტრიანი კონტეინერები.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ზომის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერებისა და ურნების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა  დაგეგმილია ნოემბრის ბოლომდე. ხოლო ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანები და ტექნიკური აღჭურვილობა ეტაპობრივად 2023 წლის აგვისტომდე გადაეცემათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!