დასუფთავდა ვექტორის დასახლება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს მიერ, ტექნიკის გამოყენებით, დასუფთავდა ე.წ. ვექტორის დასახლება (ვეკუას ქუჩა).

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, დასახელებული ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პრობლემებს ქმნის, მოსახლეობის მიერ უნებართვოდ დაყრილი სამშენებლო, ინერტული და საყოფაცხოვრებო სახის ნარჩენები.

“ვეკუას ქუჩაზე დასუფთავების სამუშაოები დასუფთავების ცენტრის მიერ არაერთხელ განხორციელებულა, თუმცა ისევ ხშირია მოსახლეობის მიერ ზემოთ აღნიშნული ტერიტორიის დანაგვიანების ფაქტები, რაც იწვევს გარემოს დაბინძურებას. მსგავსი ქმედება კი კანონით აკრძალულია.

გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდდიდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის სამსახურების მიერ კანონდამრღვევი პირების მიმართ განხორციელებული იქნება მკაცრი საჯარიმო სანქციები. პირი, რომელიც დაანაგვიანებს დასახელებულ ტერიტორიას, კანონის შესაბამისად დაჯარიმდება. ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები:

1 მ3 ან მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება: ფიზიკური პირი – 1 500 ლარი; იურიდიული პირი – 3 000 ლარი”. -აღნშნულია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!