სამეგრელოში უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 4 ფაქტი, რაზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 4 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ჯამში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eight + two =

Akismet ანტისპამი