სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა


  • სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 66 კოვიდპაციენტი.

ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე.

“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 37 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 14 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 24 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედი – 36 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 42 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 31 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ორივე პაციენტი კლინიკა სენა-მედში გარდაიცვალა. ერთი 80 წლის ქალი სენაკის მცხოვრები იყო, მეორე – 81 წლის მამაკაცი კი აბაშის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 − one =

Akismet ანტისპამი