საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონით


  • ხმაურიანი იყო დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც მერიის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი მურთაზ ბოკუჩავა 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენდა.

სხდომაზე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო პოსტერებით მივიდნენ.

მათი განცხადებით, ამ კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ითხოვდნენ, იქვე, საკრებულოს სხდომაზე კანონის მუხლობრივ განხილვას და შემდეგ საკრებულოს მხარდაჭერას, რომ მთავრობამ გაიწვიოს ის. პოსტერებზე იყო შემდეგი წარწერები: “არა რუსულ კანონს” კი ევროპას”, “მა ვავორექ ფარაშ მონა, ოლიგარქეფ ვამოკონა”.

სხდომის დასრულების შემდეგაც, ფოიეში, გაგრძელდა “ქართული ოცნების” დეპუტატების და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების საკმაოდ დაძაბული და ხმაურიანი სიტყვიერი შელაპარაკება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!